Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჩავუშოღლუ: შვედეთმა და ფინეთმა თავიანთი ვალდებულებები უნდა შეასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნატოში გაწევრიანების მათ განაცხადს დავბლოკავთ

მარშალ პრესი 27/07/2022
ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შვედეთს ჯერ არ განუხორციელებია ტერორიზმში ეჭვმიტანილების ექსტრადირება.

„მათ [შვედეთმა და ფინეთმა] თავიანთი ვალდებულებები უნდა შეასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნატოში გაწევრიანების მათ განაცხადს დავბლოკავთ“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ შვედეთსა და ფინეთში „ტერორის პროპაგანდა“ გრძელდება.

18 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის შეჩერება შეუძლია, თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი საჭირო ნაბიჯებს არ გადადგამენ.

30 ივნისს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა თურქეთისთვის მიცემული დაპირებები უნდა შეასრულონ, მათ შორის ოფიციალური სტოკჰოლმის დაპირება 73 „ტერორისტის“ ექსტრადირებაზე.

ერდოღანმა შვედეთსა და ფინეთს განუცხადა, რომ კვლავ შეუძლია დაბლოკოს მათი სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისკენ, თუ ისინი ანკარასთან ახალ შეთანხმებას არ განახორციელებენ.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა
Next: მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები მომდევნო წლიდან დაწესდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.