Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე აშშ-ს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

მარშალ პრესი 27/07/2022
მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე კომიტეტსა და აშშ-ის საელჩოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წლებია, რაც აშშ-ის საელჩო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია ადამიანის უფლებების სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, თანამშრომლობის მიმართ განსაკუთრებულია მათი ინტერესი მათი მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც. ვისაუბრეთ ბოლოდროინდელ გაუმჯობესებაზე, რომელიც სახელმწიფოში ადამიანის უფლებების მიმართულებით გვაქვს. ხაზი გაესვა შემდგომ საჭიროებებსა და მიმართულებებს, რომელზეც მუშაობას ვაპირებთ და ვფიქრობთ, რომ შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული კონტურებიც გამოისახა“, – განაცხადა სარჯველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვისაუბრეთ ბოლოდროინდელ გაუმჯობესებაზე, რომელიც სახელმწიფოში ადამიანის უფლებების მიმართულებით გვაქვს. ხაზი გაესვა შემდგომ საჭიროებებსა და მიმართულებებს, რომელზეც მუშაობას ვაპირებთ და ვფიქრობთ, რომ შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული კონტურებიც გამოისახა“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილმა ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი დაათვალიერა
Next: ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.