ვინ შევა და ვინ არ შევა, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, ოპოზიცია უკვე არის წარმოდგენილი პარლამენტში – განაცხადა ირაკლი კობახიძე

198
წაკითხვა/ნახვა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. ხელოვნური კრიზისი დაძლეულია. კობახიძის თქმით, ახლა უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი ოპოზიცია შევა დამატებით პარლამენტში, რადგან ისინი უკვე არიან წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში.

“ვინ შევა პარლამენტში დამატებით და ვინ არ შევა, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ე.წ. ხელოვნური კრიზისი არის დაძლეული. ეს განაცხადა შარლ მიშელმა. ოპოზიცია არის უკვე წარმოდგენილი პარლამენტში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
მოწონება