Skip to content
04/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე ჟურნალისტს: ცდილობთ, შეფუთოთ თემა, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებს თავს ესხმიან – თავდასხმა იყო, რასაც ნიკა გვარამია, ნიკა მელია აშშ-ის ელჩთან მიმართებით აკეთებდნენ

მარშალ პრესი 27/07/2022
კახა კალაძე

თბილისის მერის თქმით, მმართველი გუნდის წევრების მხრიდან კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის მისამართით თავდასხმა არ ყოფილა და მათთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თავდასხმა რა შუაშია? ვინმემ რაიმე შეურაცხყოფა მიაყენა? ადამიანმა გამოთქვა თავისი მოსაზრება, როგორც თვითონ ხედავს და როგორც თვითონ მიაჩნია. მე რას ვფიქრობ, ეს ჩემი საქმეა. თქვენ შეიძლება განსხვავებული მოსაზრება გქონდეთ, მე შეიძლება განსხვავებული, ამ ადამიანს განსხვავებული.

თავდასხმა სად იყო? ვინმემ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა თუ რას ეძახით თავდასხმას? ეს თქვენ ცდილობთ რომ შეფუთოთ თემა, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავს ესხმიან. თავდასხმა იცით რა არის? თავდასხმა იყო, რასაც ნიკა გვარამია ელჩთან მიმართებით აკეთებდა, თავდასხმა იყო, რასაც ნიკა მელია ამერიკის ელჩთან მიმართებით აკეთებდა. ეს არის თავდასხმა, შეურაცხმყოფელი განცხადებები. ამოიღეთ და ნახეთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკი მივიდა იმ ეტაპამდე, როცა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაძლეულია
Next: დავით ოქიტაშვილი აშშ-ს ელჩს: არ გამოიყენოთ ჩვენი ქვეყანა იმპერიალისტური ზრახვებისთვის, საზარბაზნე ხორცად არ გვაქციოთ, არ მოიტყუოთ, რომ არ შეხვედრილხართ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, არ ითამაშოთ ჩვენი პატრიოტული ემოციების ხარჯზე!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.