Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილის წერილის შინაარსში იკითხება, თუ რაზე იყო საუბარი კელი დეგნანთან შეხვედრაზე

მარშალ პრესი 27/07/2022
დიმიტრი ხუნდაძე

პრაქტიკულად, ამ წერილმა ფარდა ახადა ყველაფერს – არა მხოლოდ იმას, შედგა თუ არა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, არამედ ამ წერილის შინაარსში იკითხება, თუ რაზე იყო იქ საუბარი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის წერილის შეფასებისას განაცხადა.

„ჩნდება დამატებით ერთი კითხვა: თუკი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდებოდა იმას, რომ ქვეყანა ჩართულიყო ომში, მაშინ ის აღარ იქნებოდა ოლიგარქი? შეხვედრის ხანგრძლივობაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს შეხვედრა და მისი შინაარსი არ იყო მარტივი. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ იყო საუბარი იმ დროისთვის მთავარ საკითხზე, რომელიც ახლაც აქტუალური რჩება. ომის საფრთხეები შემცირებულია, მაგრამ ბოლომდე ამოწურული არაა. ამიტომ საჭიროა საზოგადოების მობილიზება და შეიარაღება სწორი ინფორმაციით, რომ ის სხვა შეიარაღების მსხვერპლი არ გახდეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კელი დეგნანთან მისი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

Post navigation

Previous: რატომ შეხვდა? რატომ ითხოვდა? რას ითხოვდა? რატომ მიაკითხა? სამი საათი რატომ ელაპარაკა პოლიტიკიდან გასულ ადამიანს? თქვენ რა ვერსია გაქვთ?
Next: ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილით ისიც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს კაცი შანტაჟის ძალით და ფულის გამო ქვეყანას არასოდეს გაწირავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.