Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყაზახეთში აუცილებლად იქნება ახალი იმპულსი ამ ურთიერთობებში, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ თანამშრომლობა და პარტნიორობა

მარშალ პრესი 27/07/2022
ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ყაზახეთის რესპუბლიკაში. მას შეხვედრები ჰქონდა პრეზიდენტთან და კოლეგასთან, პრემიერ-მინისტრთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკაში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფება.

მინისტრის თქმით, მთავრობის მეთაურის ვიზიტი აუცილებლად იქნება ახალი იმპულსი საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობებში.

„ყაზახეთთან ჩვენ ტრადიციულად გვაკავშირებს კარგი ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები, ჩვენ ამ ვიზიტის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა კოლეგებთან, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი უკვე არსებული კარგი და ძალიან ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს არსებული ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გამოყენება, როგორც ჩვენი რეგიონის ჭრილიდან დანახული, ისე ამ რეგიონის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად იქნება ახალი იმპულსი ამ ურთიერთობებში, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენ ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა, რათა ამ თანამშრომლობით შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და ზოგადად რეგიონულ თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და ზოგადად ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

Continue Reading

Previous: ლევან დავითაშვილი: ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს
Next: ნინო ფოჩხუა: გამოვიდეს ქალბატონი დეგნანი და თქვას, რაზე ისაუბრა იმ კაცთან, რომელიც დიდი ხნის წასულია პოლიტიკიდან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025