18 გარდაცვლილი, 1390 ინფიცირებული და 1070 გამოჯანმრთელებული – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

168
წაკითხვა/ნახვა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1390 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 327 831 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ  1070 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 307 334-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 18 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 4 397 ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 468 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 651 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 817 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური -3,61%, ბოლო 14 დღის – 5,35%, ბოლო 7 დღის –  4,4%.

სულ აცრილია – 81 076, დღიურად აცრილია – 3 722 პირი.

კომენტარები
მოწონება