Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე – ივანიშვილის წერილი მკაფიოდ გვეუბნება, თუ რა პასუხს მიიღებდა კელი დეგნანი ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე ამა თუ იმ ფორმით

მარშალ პრესი 27/07/2022
ზაალ ანჯაფარიძე

ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის ინიციატივით ის შეხვდა მას და სამ საათზე მეტი ისაუბრეს. აქ საკვანძო სიტყვაა „3 საათი.“ და ის არ არის შემთხვევით ნახსენები – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

მისი თქმით, თუ იმ დროისთვის არსებულ ვითარებას გავაანალიზებთ, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა იქნებოდა საუბრის მთავარი თემა. დააკვირდით თარიღებს! ელჩთან შეხვედრა 21 მარტს შედგა, ხოლო 26 მარტს კი უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ფრონტების გახსნა, უკრაინას ძალიან წაადგებოდა. ივანიშვილის წერილი მკაფიოდ გვეუბნება, თუ რა პასუხს მიიღებდა კელი დეგნანი ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე ამა თუ იმ ფორმით.

„ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის ინიციატივით ის შეხვდა მას და სამ საათზე მეტი ისაუბრეს. აქ საკვანძო სიტყვაა „3 საათი.“ და ის არ არის შემთხვევით ნახსენები. რატომ უარყოფდა ელჩი შეხვედრის ფაქტს? ესეც ნიშანდობლივია. და პოლიტიკიდან წასულ ივანიშვილთან 3 საათი რაზე უნდა ესაუბრა ელჩს?! ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდია. თუმცა, იმ დროისთვის არსებულ ვითარებას გავაანალიზებთ, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა იქნებოდა საუბრის მთავარი თემა. დააკვირდით თარიღებს! ელჩთან შეხვედრა 21 მარტს შედგა, ხოლო 26 მარტს კი უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ფრონტების გახსნა, უკრაინას ძალიან წაადგებოდა. ივანიშვილის წერილი მკაფიოდ გვეუბნება, თუ რა პასუხს მიიღებდა კელი დეგნანი ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე ამა თუ იმ ფორმით. ისევ მოვლენათა ქრონოლოგიას რომ გავყვეთ, სწორედ ამ პერიოდიდან ეწყება ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პრობლემები შვეიცარულ ბანკთან, ამ პერიოდიდან იწყება საქართველოში ე.წ. „ომის პარტიის“ გააქტიურება „ნაცმოძრაობიდან“ და მისი სატელიტებიდან დაწყებული, საქართველოს თავზე ბომბების მოსურნე „სახალხო დამცველით“ დამთავრებული. ამას უკვე მოსდევს, ევროპარლამენტარების მოწოდება საქართველოს მოსახლეობას – აირჩიეთ ან ივანიშვილი ან ევროპა! შემდეგ უკვე ევროპარლამენტის ყბადაღებული რეზოლუცია ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით, ევროპული საბჭოს უსაფუძვლო უარი მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, და ამის ნიადაგზე დასავლეთის ფარული მხარდაჭერით საპროტესტო აქციები ხელისუფლების დასამხობად და „ტექნიკური მთავრობით“ ჩასანაცვლებლად. ჩემი მხრივ დავძენ, რომ საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე ბოლომდე მოხსნილი არ არის, რადგანაც სავარაუდოდ გარკვეული მოძრაობები ამ მხრივ კიდევ მიმდინარეობს. ამიტომაც დავესესხები იულიუს ფუჩიკს და ვიტყვი „ადამიანებო იყავით ფხიზლად!“ – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.

Post navigation

Previous: დასავლეთი საქართველოს იმისთვის სჯის, რომ ვერ აიძულა ქვეყანა რუსეთისთვის მეორე ფრონტი გაეხსნა! ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ჩვენი ქალაქები არ არის დაბომბილი, ხალხს და ქვეყანას კი განსაცდელი აარიდა!
Next: ზურაბ ქადაგიძე აშშ-ს ელჩს: ქართული საზოგადოება იმსახურებს კონკრეტულ პასუხებს თქვენგან, რასთან დაკავშირებით დაგჭირდათ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილთან 3 საათიანი საუბარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.