Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

მაშველებმა მდინარე ლეხიდარში გაუჩინარებული ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

მარშალ პრესი 03/04/2022
საგანგებო სიტუაციების სამსახური

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხიდარში გაუჩინარებული ახალგაზრდა ბიჭის ძებნა-შველის ოპერაციისას მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცეცლებულ განცხადებაში.

„რთული რელიეფის გამო მაშველებმა ცხედარი მდინარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს, რომელიც ამჟამად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით პროზექტურაშია გადასვენებული.

ახალგაზრდა ბიჭი მდინარე ლეხიდარში გუშინ, 2 აპრილს ოჯახის წევრების თანდასწრებით გაუჩინარდა. უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის ორი მყვინთავი მონაწილეობდა. ტერიტორიის მონიტორინგში, ასევე, ჩართული იყო საფრენი აპარატი – დრონი“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხიდარში სიახლოვეს მოქალაქის გაუჩინარების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.

Post navigation

Previous: პროკურატურამ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
Next: იენს სტოლტენბერგი ბუჩაზე: ასეთი სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.