ბათუმში 2 გვამი იპოვეს – მამაკაცმა სავარაუდოდ ჯერ ქალი მოკლა, შემდეგ კი მე-19 სართულიდან გადახტა

342
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 2 გვამი იპოვეს – გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე მამაკაცმა ცივი იარაღით მოკლა უზბეკეთის მოქალაქე ქალი, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თურქეთის მოქალაქე მამაკაცი, სავარაუდოდ მე-19 სართულიდან გადახტა. ქალის გვამი სწორედ იმ ბინაში იპოვეს საიდანაც მამაკაცი გადახტა.

შემთხვევა კობალაძის 8-ში დღეს დილით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

კომენტარები
რეკლამა
მოწონება