Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გერონტი ალანიას ექსტრადირებაზე: გასაგებია ნაცმოძრაობის შიში ნებისმიერ ექსტრადიციასთან დაკავშირებით, თუმცა, სამართალი უნდა აღსრულდეს

მარშალ პრესი 25/07/2022
ირაკლი კობახიძე

აბსოლუტურად გასაგებია ნაცმოძრაობის შიში ნებისმიერ ექსტრადიციასთან დაკავშირებით, თუმცა, სამართალი უნდა აღსრულდეს, იმედი გვაქვს, რომ გერმანული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნაცმოძრაობის წერილის კომენტირებისას, რომლის თანახმად, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მიუნხენის უმაღლეს რეგიონულ სასამართლოს სთხოვენ, უარი თქვას სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის გერონტი ალანიას საქართველოში ექსტრადირებაზე.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნაცმოძრაობა იმავეს აკეთებდა მეგის ქარდავას და სხვა კრიმინალების შემთხვევაში მათ შორის იმ მიზეზის გამოც, რომ მათ ეშინიათ, ვიღაცებმა რაღაცები არ ილაპარაკონ.

„ისინი იმავეს აკეთებდნენ მეგის ქარდავას შემთხვევაში, სხვა კრიმინალების შემთხვევაში, მათ შორის იმ მიზეზის გამოც, რომ მათ ეშინიათ, ვიღაცებმა რაღაცები არ ილაპარაკონ. მათ ერთად აქვთ ჩადენილი უამრავი დანაშაული, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გასაგებია მათი შიში ნებისმიერ ექსტრადიციასთან დაკავშირებით, თუმცა, სამართალი უნდა აღსრულდეს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გერმანული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე არახამიაზე: როდესაც მის ქვეყანაში ომია, ამ ადამიანს სცალია, ყოველ მეორე დღეს საქართველოსთვის და მცდელობისთვის, რომ საქართველოც იგივე მდგომარეობაში ჩადგეს, თუ რა უნდა, კაცმა ვერ გაიგო
Next: მამუკა მდინარაძე: მე მგონია, რომ ელჩმა, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელმა ქვეყანაში, პირდაპირი პასუხების გზით უნდა დაამთავროს ეს საკითხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.