Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამი დეპუტატის ღია წერილზე: ისინი არ არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათ სწორედ იმ მოტივით დატოვეს გუნდი, რომ სურდათ ასეთი საჯარო დისკუსიის გახსნა

მარშალ პრესი 25/07/2022
ირაკლი კობახიძე

ისინი არ არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათ სწორედ იმ მოტივით დატოვეს გუნდი, რომ სურდათ ასეთი საჯარო დისკუსიის გახსნა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდის ასეთი ტიპის საჯარო დისკუსიაში ჩართვა არის შეუძლებელი.

„ასეთი ტიპის საჯარო დისკუსიაში ჩვენგან ჩართვა არის შეუძლებელი. ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმატი ურთიერთობის, კითხვებს ვსვამთ ხოლმე დახურულ ფორმატში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არის განსაკუთრებული აუცილებლობა.

ისინი არ არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათ სწორედ იმ მოტივით დატოვეს გუნდი, რომ სურდათ ასეთი საჯარო დისკუსიის გახსნა, ჩვენ წარმოვადგენთ მმართველ გუნდს და აქედან გამომდინარე ასეთ დისკუსიაში ბუნებრივია ვერ შევალთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის წევრები სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი კიდევ ერთ ღია წერილს ავრცელებენ და აშშ-ის ელჩს საქართელოში, კელი დეგნანს მიმართავენ.

Continue Reading

Previous: ზურაბ ქადაგიძე: ახალი თაობა გამოიყვანეს პროვოკატორ-ჟურნალისტების თუ რა მარაზმია ეს? როცა ხელში მიკროფონი გიჭირავს ყველაფრის უფლება გაქვს?!
Next: მამუკა მდინარაძე არახამიაზე: როდესაც მის ქვეყანაში ომია, ამ ადამიანს სცალია, ყოველ მეორე დღეს საქართველოსთვის და მცდელობისთვის, რომ საქართველოც იგივე მდგომარეობაში ჩადგეს, თუ რა უნდა, კაცმა ვერ გაიგო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025