Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს: თქვენ ამით [ირაკლი კობახიძეს] მიაყენეთ უბინძურესი შეურაცხყოფა, ასე ადამიანს არანაირი ფორმით არ უნდა ელაპარაკო

მარშალ პრესი 25/07/2022
მამუკა მდინარაძე

თქვენ ამით [ირაკლი კობახიძეს] მიაყენეთ უბინძურესი შეურაცხყოფა, ასე ადამიანს არც კითხვის და არანაირი ფორმით არ უნდა დაელაპარაკო – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ჟურნალისტს, რომელმაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, არის თუ არა ის კაგებე-ს აგენტის შვილი.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „მთავარ არხს“ საერთოდ არ შეუმჩნევია რუსეთიდან ათიათასობით დოლარით ყოველთვიურად დაფინანსებაში მხილებული ხოშტარია.

„თქვენ ამით მიაყენეთ უმძიმესი, უბინძურესი შეურაცხყოფა. ასე ადამიანს არც კითხვის და არანაირი ფორმით არ უნდა დაელაპარაკო. როდესაც ამას ეკითხებით, ეს არის უბინძურესი შეურაცხყოფა. აგენტებზე თუ გაინტერესებთ, საერთოდ არ შეგიმჩნევიათ რუსეთიდან ათიათასობით დოლარის ყოველთვიურად დაფინანსებაში მხილებული ხოშტარია. ვინაიდან თქვენ სინამდვილეში ვითომ დეკლარირებთ პროდასავლურად და საბოლოო ჯამში რუსულ საქმეს აკეთებთ, შედეგებიდან ასე გამომდინარეობს, თქვენ ბრძანდებით ჩემი აზრით, კრემლის სასარგებლო იდიოტები“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი: პარალელური პროცესი საკონსტიტუციო ფორმატიდან ამოვარდნილია – ეს პოლარიზაციის, დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნების მცდელობაა
Next: ზურაბ ქადაგიძე: ახალი თაობა გამოიყვანეს პროვოკატორ-ჟურნალისტების თუ რა მარაზმია ეს? როცა ხელში მიკროფონი გიჭირავს ყველაფრის უფლება გაქვს?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.