Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნინო ფოჩხუა: ვერ აფასებთ იმ თავისუფლებას რაც ამ ხელისუფლებამ მოგცათ, აღარ გახსოვთ “იმედის”, “იბერიის”, “მაესტროს” დარბევა, თუმცა იქნებ მოგწონდათ კიდეც, სიამოვნებასაც ღებულობდით ამის ყურებით?

მარშალ პრესი 25/07/2022
ნინო ფოჩხუა

,,მინდოდა ასე დამეწყო, არ გრცხვენიათ, მერე გამახსენდა, რომ სირცხვილს, თავმოყვარეობას და ღირსებას თქვენთან ახლოსაც არ ჩაუვლია-“ ასე მიმართავს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ტელეკომპანია ,,მთავარ” არხს.

როგორც ფოჩხუა წერს, მათ აღარ ახსოვთ “იმედის”, “იბერიის” და “მაესტროს” დარბევა.

,,მთავარი არხი • Mtavari Arkhi მინდოდა ასე დამეწყო, არ გრცხვენიათ, მერე გამახსენდა, რომ სირცხვილს, თავმოყვარეობას და ღირსებას თქვენთან ახლოსაც არ ჩაუვლია. ვინ არის ეს ახალი გოგონა “ნატაშკა”, რუსული აქცენტით, ჩააყენეთ ქვეყნის მტრების რიგებში? რას ერჩით ამ ბავშვებს, რატომ უნგრევთ მომავალს? თქვენ არ გინდათ წყნარი ცხოვრება, არ მოგწონთ განათლებული, პროფესიონალი და თავის ქვეყნის მოყვარული ირაკლი კობახიძე, მე მისი ბაბუის სახელმძღვანელოთი ვსწავლობდი უნივერსიტეტში, კვიცი გვარზე ხტისო, ეს მაინც არ გაგიგიათ? თუმცა თქვენი კუმირები ხომ გვარამია, სანაია, წერეთელი და ა. შ. არიან, შუბლზე ძარღვგაწყვეტილები. ვერ აფასებთ იმ თავისუფლებას რაც ამ ხელისუფლებამ მოგცათ, აღარ გახსოვთ “იმედის”, “იბერიის”, “მაესტროს” დარბევა, თუმცა იქნებ მოგწონდათ კიდეც, სიამოვნებასაც ღებულობდით ამის ყურებით? არ გამიკვირდება. უკვე ზღვარს გადახვედით, მოვა დრო და ხალხი ამას არ გაპატიებთ. ირაკლის კი მინდა გამძლეობა და წარმატება ვუსურვო და იცოდეს ხალხი მათ გვერდითაა” – წერს ფოჩხუა.

Post navigation

Previous: ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტ კითხვას გააჩენს – ზურაბ ქადაგიძე კელი დეგნანს
Next: გიორგი ვოლსკი: პარალელური პროცესი საკონსტიტუციო ფორმატიდან ამოვარდნილია – ეს პოლარიზაციის, დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნების მცდელობაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.