Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამწუხაროდ ძალიან ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ კოლექტიურ დასავლეთს სურს ქვეყანაში დაგვიბრუნოს ის სისტემა, რასაც საზოგადოებამ 2012 წელს წერტილი დავუსვით

მარშალ პრესი 25/07/2022
ზაალ ანჯაფარიძე1

„დღეს, სამწუხაროდ უკვე ძალიან ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ კოლექტიურ დასავლეთს სურს ჩვენს ქვეყანაში დაგვიბრუნოს ის სისტემა, რასაც ჩვენ, საზოგადოებამ 2012 წელს წერტილი დავუსვით. ვხედავთ, ვამჩნევთ, გვესმის“– ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი საზოგადოების უმრავლესობა მშვიდობიანად და წარმატებულად აღუდგა წინ კოლექტიური დასავლეთის მცდელობას, როგორმე შეენარჩუნებინა ხელისუფლებაში ნაცმოძრაობა და ქვეყანა და ხალხი რეპრესიული უღლისგან გათავისუფლდა.

„2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი საზოგადოების უმრავლესობა მშვიდობიანად და წარმატებულად აღუდგა წინ კოლექტიური დასავლეთის მცდელობას, როგორმე შეენარჩუნებინა ხელისუფლებაში ნაცმოძრაობა და ქვეყანა და ხალხი რეპრესიული უღლისგან გათავისუფლდა. დიახ, ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს, ვისაც როგორი დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს მის მიმართ.

დღეს, სამწუხაროდ უკვე ძალიან ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ კოლექტიურ დასავლეთს სურს ჩვენს ქვეყანაში დაგვიბრუნოს ის სისტემა, რასაც ჩვენ, საზოგადოებამ 2012 წელს წერტილი დავუსვით. ვხედავთ, ვამჩნევთ, გვესმის.

მე არ მინდა საჯაროდ განხილვა იმისა, თუ რატომ სურთ მათ ეს, თუმცა ვფიქრობ ბევრი ჩვენგანი ისედაც ხვდება.
ამ სტატუსით უბრალოდ მინდა საზოგადოება გავაფრთხილო „იყავით ფხიზლად!“- წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა
Next: ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტ კითხვას გააჩენს – ზურაბ ქადაგიძე კელი დეგნანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.