ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლა საოცრებათა წიგნში უნდა ჩაიწეროს, ერთხელ მოვიდა პლენარულ სხდომაზე და მაშინაც ღირებული ვერაფერი თქვა – გიორგი ვოლსკი

434
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლა საოცრებათა წიგნში უნდა ჩაიწეროს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯაფარიძე დიდი ხანია, გასულია არა მხოლოდ პარლამენტიდან, არამედ იმ ფორმატიდან, რასაც ჰქვია ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება.

ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოში საპარლამენტო არჩევნების დასრულების დღიდან გვიჩივის, რომ დეპუტატის მანდატი არ უწყდება და ახლა ამბობს, გავედიო. ერთხელ მოვიდა და ისიც, ვერაფერი ღირებული თქვა პლენარულ სხდომაზე. დიდი ხანია, გასულია არა მხოლოდ პარლამენტიდან, არამედ იმ ფორმატიდან, რასაც ჰქვია ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება