მიშელის დოკუმენტის მთავარი დანიშნულება პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევა იყო, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვხედავთ დოკუმენტის ბოიკოტს, მას დანიშნულება ეკარგება

210
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 19 აპრილის დოკუმენტის მთავარი დანიშნულება პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევა იყო.

თუმცა, სარჯველაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტის ბოიკოტის პირობებში აღნიშნულ დოკუმენტს დანიშნულება ეკარგება.

„ფაქტის დონეზე განსახილველია, რომ ამ დოკუმენტის მთავარი დანიშნულება იყო, პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი მიღწეულიყო.შესაბამისად, ყველა პოლიტიკური აქტორი გაერთიანებული ყოფილიყო ამ დოკუმენტის ირგვლივ და გარკვეულ თამაშის წესებზე შეთანხმებულიყო.

როდესაც ჩვენ ვხედავთ ყველაზე დიდად მხარდაჭერილი ოპოზიციური პარტიის მხრიდან ამ დოკუმენტი ბოიკოტს, ასეთ პირობებში საფუძველი და დანიშნულება ეკარგება ამ დოკუმენტს. აქედან გამომდინარე მიღებული იყო ეს გადაწყვეტილება, რაც რელევანტური და აბსოლუტურად მართალია. ამ დოკუმენტის მეშვეობით ყველა აქტორის გაერთანება როცა ვერ ხერხდება და ამაში ბრალი მიუძღვის თავიდან და ბოლომდე „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ ფონზე მთავარი, ვინც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამაზე, გახლავთ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება