Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიცია ახლა პოლიტიკურ ჭაობშია და რაც მეტს იაქტიურებს, მეტად ჩაიძირება

მარშალ პრესი 24/07/2022
გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი რადიკალურ ოპოზიციას ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შემუშავბულ ფორმატში ჩართვაზე უარის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის ქცევა „პოლიტიკური ბავშვობაა“.

„რადიკალური ოპოზიცია ახლა პოლიტიკურ ჭაობშია და რაც მეტს იაქტიურებს, მეტად ჩაიძირება. ერთადერთი გამოსავალია, რომ თავიდანვე დაგვიჯეროს ხოლმე, როგორც ეს ევროპარლამენტარებმა უთხრეს – სერიოზულად მოეკიდონ პროცესს, რომელსაც ჩვენ არავის არ დავაზიანებინებთ და მონაწილეობა მიიღონ. პოლიტიკაში ნახევრად მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, ამ პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობ. საკომიტეტო მოსმენა და სამუშაო ჯგუფის ფორმატი, ორივე რეგლამენტირებულია. კარგი იქნება, რეგლამენტი რომ წაიკითხონ, რადგან პარლამენტის წევრმა უნდა იცოდეს, რომ ორივე – სამუშაო ფორმატი ჯგუფში და საკომიტეტო სხდომა ოფიციალური ფორმატებია. „ჯგუფში არ მინდა და კომიტეტში მინდა“ – ეს, უბრალოდ, პოლიტიკური ბავშვობაა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის პარალელურად, ხვალიდან რადიკალური ოპოზიცია ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმუშავებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელია“ გაერთიანებული. ოპოზიციური პარტიები კონკრეტული საკანონმდებლო პაკეტების ინიცირებასაც აანონსებენ. სახელისუფლებო გუნდში ოპონენტების სტრატეგიას კლავ ოპოზიციური პარტიების ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ.

Continue Reading

Previous: ქობულეთის ახალი ბულვარი გაიხსნა
Next: თუ ასეთი ფაქტი მოხდა, რომ საელჩოს თანამშრომელმა დაიბარა მოსამართლე, ელჩის სახელით მოსთხოვა ანგარიში საქმესთან დაკავშირებით და შემდეგ გაუუქმა მას რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტი, ეს ცალსახად არის ზეწოლა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025