Skip to content
06/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სუს-ის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა” დაიწყო

მარშალ პრესი 23/07/2022
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი “უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა” დაიწყო. პროექტი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ზაფხულის სკოლის პირველი დღე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ შენგელი ფიცხელაურმა გახსნა და სკოლის მონაწილე სტუდენტებთან ლექცია გამართა.

შენგელი ფიცხელაურმა უსაფრთხოების სფეროსა და უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურის შესახებ ისაუბრა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

პროექტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობენ.

სკოლის მონაწილეებს საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაუტარებენ.

პროექტის პარტნიორები საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები არიან.

უსაფრთხოების სკოლა ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში მეორედ ტარდება და 5 აგვისტოს დასრულდება.

Continue Reading

Previous: იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია ბათუმში გამართა
Next: დონალდ ტრამპი – არ ვაპირებ, უარი ვთქვა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაზე, წელს „რესპუბლიკური პარტია“ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის, 2024 წელს კი, თეთრი სახლის დაბრუნებას აპირებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025