Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი საქართველოს კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანს, მაგრამ მათ ასევე მიიყვანს პოლიტიკურ განადგურებამდე

მარშალ პრესი 23/07/2022
რატი იონათამიშვილი

ცდილობენ, რომ საკუთარი თავგანწირული ბოიკოტი როგორმე შეფუთონ, რომ თითქოს, ისინი სინამდვილეში ბოიკოტს არ უცხადებენ საქართველოს ევროპულ არჩევანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის, საჯარო განცხადებებში გუშინაც აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ალტერნატიული პროცესი მათთვისაც მიუღებელი იყო. ამის ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ისევ ალტერნატიულ პროცესებზე საუბრობს, ამით ისინი კიდევ უფრო უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს. ცდილობენ, რომ საკუთარი თავგანწირული ბოიკოტი როგორმე შეფუთონ, რომ თითქოს, ისინი სინამდვილეში ბოიკოტს არ უცხადებენ საქართველოს ევროპულ არჩევანს. საბოლოო ჯამში, ცხადია, ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენენ ამ პროცესზე და ეს პროცესი საქართველოს კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანს, მაგრამ მათ ასევე მიიყვანს პოლიტიკურ განადგურებამდე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მმართველი გუნდის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის პარალელურად, მომავალი კვირიდან რადიკალური ოპოზიცია ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმუშავებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელიაა“ გაერთიანებული. ოპოზიციური პარტიები კონკრეტული საკანონმდებლო პაკეტების ინიციირებასაც აანონსებენ.

Continue Reading

Previous: ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ დღეს სრულდება
Next: შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, 2,5მლნ ლარამდე ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025