Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაქვის ძალოსნობის ბაზა დაათვალიერა

მარშალ პრესი 03/04/2022
პრემიერ-მინისტრმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ჩაქვის ძალოსნობის მშენებარე ბაზა დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

მშენებლობის დასრულების შემდეგ სავარჯიშო ბაზა ახალი სივრცე იქნება სპორტსმენებისთვის და შეჯიბრებებისთვის მათ სრულფასოვან მომზადებას უზრუნველყოფს. ასევე, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დონის შეჯიბრების ჩატარება. სამსართულიანი შენობის მშენებლობა უკვე დასრულებულია. იწყება გადახურვა, მიმდინარეობს ინტერიერისა და ფასადის მოწყობა. მთლიანი შენობის კარკასის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს, ხოლო პროექტი სრულად 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ძალოსნობის ბაზის მშენებლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 4,5 მლნ ლარია.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ბაზის მშენებლობა დაათვალიერეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზოიძემ.

Post navigation

Previous: ილია მეორე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს
Next: პრემიერ-მინისტრი ქობულეთში სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.