Skip to content
29/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ოზურგეთის ინფრასტრუქტურული და ურბანული განახლება მოხდებოდა – პირობა სრულდება

მარშალ პრესი 22/07/2022
5

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განახლება აქტიურ ფაზაშია. დასრულდა გმირთა მოედანზე მემორიალის აღდგენაც. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერში გამარჯვებული და დაიწყება ჭავჭავაძის ქუჩისა და ჭადრების პარკის რეაბილიტაცია, ასევე, თეატრის წინ ახალი, ევროპული ტიპის მოედნის მშენებლობა.

ქალაქში მიმდინარე პროექტები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძემ დაათვალიერეს.

,,ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ოზურგეთის ინფრასტრუქტურული და ურბანული განახლება მოხდებოდა – პირობა სრულდება, ოზურგეთი იქნება ევროპული ქალაქი, სადაც ცხოვრება კომფორტულია. მოველით, რომ მომდევნო წლებში ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დაბრუნდება აქ საცხოვრებლად. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს და მთავრობას ძლიერი მხარდაჭერისთვის!,”- განაცხადა ოზურგეთის მერმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა
Next: ოზურგეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განახლება აქტიურ ფაზაშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.