Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ანდრეი კასიანოვისა და ასეთი პოლიტიკოსებისათვის აუხსნელია რატომ ვუფრთხილდებით საკუთარ ქვეყანასა და გენოფონდს!

მარშალ პრესი 21/07/2022
თამთა-მეგრელიშვილი2-640x464-1

უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, უკრაინელმა დიპლომატმა ანდრეი კასიანოვმა – დღეს გაკეთებული განცხადების შინაარსით -“როცა რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ, ეს არ ხდება,” პოლიტიკური აღიარებითი ჩვენება მისცა – წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

„უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, უკრაინელმა დიპლომატმა ანდრეი კასიანოვმა – დღეს გაკეთებული განცხადების შინაარსით -“როცა რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ, ეს არ ხდება,” პოლიტიკური აღიარებითი ჩვენება მისცა. უკრაინამ აღიარა, რომ ელოდა ქართული სახელმწიფოს ომში ჩართვას.

ელოდა და სურდა რუსეთის აგრესია “გადაგვენაწილებინა” და გვამებით შევხიდებოდით. იხოცებიან ბავშვები და ქალები?! დახოცილიყვნენ ქართველი ქალები და ბავშვებიც! დაე, შეწირულიყვნენ ქართველი საჯიშე კაცებიც! მერე რა რომ მხოლოდ 2008 წლის ომით სულ მცირე 158,000 მოქალაქე ითვლება იძულებით გადასახლებულად?! მერე რა რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ რჩება?! მერე რა რომ დედაქალაქიდან 29 კილომეტრში რუსული ჯარი და ტანკი დგას?! მერე რა, რომ პატარა საქართველო პირველია უკრაინისადმი მიწოდებული დახმარებითა და ყველა შეთავაზებული სერვისით?! ანდრეი კასიანოვისა და ასეთი პოლიტიკოსებისათვის აუხსნელია რატომ ვუფრთხილდებით საკუთარ ქვეყანასა და გენოფონდს!!!“ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

Continue Reading

Previous: თუ სწორად გავიგე, თქვენ გსურთ საქართველო პირდაპირ ჩაებას რუსეთთან ომში – გია გაბრიჭიძე ანდრეი კასიანოვს
Next: პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტარებს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025