Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ რომ ზეწოლა გვეგონა დახმარება ყოფილა – რას აცხადებს კელი დეგნანი ქართველ მოსამართლეებზე

მარშალ პრესი 21/07/2022
კელი დეგნანი

ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ვინმეს სანქცირებისთვის, ან დასჯისთვის. ჩვენი პროგრამები ღიაა მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის, ვისაც აქვთ სურვილი ისარგებლონ ამერიკელ კოლეგებთან, სასამართლო ექსპერტებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელსაც დაუსვეს შეკითხვა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით.

„სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან ჩვენი მუშაობა ორიენტირებულია დავეხმაროთ საქართველოს, განავითაროს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა. იმისთვის, რომ გამოტანილი გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს კანონს, წარდგენილ მტკიცებულებებს და ამ გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად ხდებოდეს. სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ აქ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ზეწოლა არ მოდის აშშ-ის საელჩოსგან.

მოხარული ვარ, რომ მქონდა მოსამართლეებთან შეხვედრის პატივი და ამ შეხვედრებზე განვიხილეთ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც აშშ-ს საქართველოსთან აქვს და ეხმარება საქართველოს, რომ ჰქონდეს უფრო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა და ეს არის ძალიან წარმატებული თანამშრომლობა. აშშ-ს საელჩოში არავინ არის ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლისა და გავლენის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე ან გავლენის მოხდენას რომელიმე საქმეზე გადაწყვეტილებზე. სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ხაზს უსვამს ისეთი მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების გამოტანის უნარს, რომლებიც ეფუძნება კანონსა და წარდგენილ მტკიცებულებებს“, – აღნიშნა ელჩმა.

Post navigation

Previous: როგორც ჩანს, ოფიციალური კიევიდან ახალი, მავნებლური ინსტრუქციების ტირაჟირება დაავალეს – გია აბაშიძე ანდრეი კასიანოვზე
Next: მესმის, რომ ახლა ომში არიან. მესმის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მათი ბუნებრივი ინტერესია მაგრამ, ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ კიდევ ერთ ომს 3-ჯერ ვიომეთ რუსეთთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.