Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ევროპარლამენტარების მხრიდან იყო ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ოპოზიცია უნდა ჩაერთოს სამუშაო პროცესში

მარშალ პრესი 21/07/2022
არჩილ თალაკვაძე

გუშინ ევროპარლამენტარების მხრიდან იყო ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ოპოზიცია უნდა ჩაერთოს სამუშაო პროცესში. ეს იყო ცალსახა გზავნილი, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას მიღებული აქვთ რეკომენდაციები. ამაზე იყო სპეკულაციები, თუმცა მოსახლეობამ დღეს უკვე იცის, რომ სამივე ქვეყანას აქვს მსგავსი რეკომენდაციები. რაც შეეხება პირველ პუნქტს, დეპოლარიზაციას, გუშინ ევროპარლამენტარების მხრიდან იყო ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ოპოზიცია უნდა ჩაერთოს სამუშაო პროცესში. ეს იყო ცალსახა გზავნილი. ვფიქრობ, ეს ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ რომ მმართველმა გუნდმა ერთი თვის წინ წარმოვადგინეთ სამოქმედო გეგმა, შევქმენით სამუშაო ჯგუფები, დაწყებულია პროცესი კომიტეტებში, ხოლო ოპოზიციის დიდი ნაწილი თავს თამაშგარე მდგომარეობაში იტოვებს. ჩვენ გავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა და კანონები, მივეცით მეტი დაფინანსება ოპოზიციურ პარტიებს, მედია არის დღეს უფრო თავისუფალი. დღეს ოპოზიცია ყველაზე მეტი რაოდენობით არის წარმოდგენილი პარლამენტში. ეს ნაბიჯები ემსახურებოდა დეპოლარიზაციას. ჩვენ გვჯეროდა და დღესაც გვჯერა, რომ საქართველოს სჭირდება შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა, და არა ქუჩის პოლიტიკა, რომლის პროპაგანდასაც „ნაცმოძრაობა“ ეწევა. ჩვენ გვჯერა, რომ მოქალაქეების არჩევანის პატივისცემით უფრო მეტი საქმის გაკეთება შეიძლება, ვიდრე ბოიკოტით“, – აცხადებს თალაკვაძე.

Continue Reading

Previous: რასაც ბევრი წერდა და ვარაუდობდა, რომ მცდელობა იყო საქართველოს ომში ჩათრევის და მეორე ფრონტის გახსნის დადასტურდა
Next: კახა კალაძე – კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, ადამიანებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს, მთავარია, ეს ყველაფერი ზრდილობის ფარგლებში იყოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025