Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: ვიტყოდი, რომ დასანანია – ჩვენ მოვუწოდეთ ოპოზიციას, მონაწილეობა მიიღონ პროცესში, ჩვენ მათი მხოლოდ წახალისება შეგვიძლია

მარშალ პრესი 21/07/2022
ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ხელიდან უშვებს მნიშვნელოვან შანსს, რადგან ახლა 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, ერთად უნდა იმუშაოს.

„ვიტყოდი, რომ დასანანია. ჩვენ მოვუწოდეთ ოპოზიციას, რათა მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში. ჩვენ მათი მხოლოდ წახალისება შეგვიძლია, რათა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თუ პროცედურა არ არის სწორი და გამჭვირვალე, ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის გაკრიტიკება, მაგრამ ამ მომენტისთვის, პირველ რიგში, მათ უნდა გამოიყენონ შესაძლებლობა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტარების შვიდკაციანი დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია. დელეგაციას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ოპოზიციასთან, მესამე სექტორთან და სახალხო დამცველთან.

Continue Reading

Previous: კელი დეგნანი – ბატონ ივანიშვილს არ შევხვედრივარ საკმაოდ დიდი ხანია, საქართველოში ჩემი ყოფნის ბოლო 2,5 წლის განმავლობაში, ყველა შეხვედრისას ვარწმუნებდი მას საქართველოს მოსახლეობისადმი აშშ-ის სრულ მხარდაჭერაში
Next: რასაც ბევრი წერდა და ვარაუდობდა, რომ მცდელობა იყო საქართველოს ომში ჩათრევის და მეორე ფრონტის გახსნის დადასტურდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025