Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კელი დეგნანი შოკირებულია – რა არ მოსწონს ელჩთაელჩს

მარშალ პრესი 21/07/2022
კელი დეგნანი

შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა იმ კომენტარების შეფასებისას განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და შემდეგ მმართველი გუნდის რამდენიმე წევრმა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მისამართით გააჟღერა.

კელი დეგნანის შეფასებით, ეს განცხადება უპატივცემულობა იყო იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ამდენი იმუშავა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

„შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით. ისეთი უპატივცემულობაა ადამიანის მიმართ, რომელიც ამდენად ბეჯითად მუშაობდა 4 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ძნელი წარმოსადგენია ვინმე, ვინც მეტი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად მის ევროპულ გზაზე აქ მუშაობის პერიოდში. მე სრულად ვუჭერ მხარს იმას, თუ რამდენად ბეჯითად ცდილობდა საქართველოს დახმარებას. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ელჩის მიერ შესრულებული ძალიან კარგი სამუშაო. მან შესანიშნავი მესიჯი დაუტოვა საქართველოს მოსახლეობას და აღწერა თუ რამდენად სასიამოვნო იყო მისთვის საქართველოში ყოფნა“, – განაცხადა დეგნანმა.

Continue Reading

Previous: როცა გეგონა, რომ ფსკერს უკვე მიაღწიეს – ქვემოდან დააკაკუნეს – დავით ქართველიშვილი ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე
Next: ამას ფადი ასლი, ლომჯარია, დეგნანი და მსგავსი ტიპები ვერასდროს გაიგებენ და ძალიანაც კარგი, თუ ვერ გაიგებენ. არ არის საჭირო – გია გაბრიჭიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025