IMG.GE IMG.GE

სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 9 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვი 18 033-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსს საერთო ჯამში 302 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში დღემდე „კოვიდ 19“-სგან 6 814 პაციენტი განიკურნა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება