Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი თედო ჯაფარიძეზე: მთავარი ის კი არ არის, რამდენ ათწლეულს ითვლის შენი დიპლომატიური კარიერა, მთავარია რა გიკეთებია ამ წლების განმავლობაში

მარშალ პრესი 20/07/2022
ვატო შაქარიშვილი

ორი წერილის ამბავი – თედო ჯაფარიძის ცინიზმით და შეურაცხყოფებით გაჯერებული ტექსტი და სოზარ სუბარის ღირსეული და არგუმენტირებული პასუხი. რა შეიძლება ითქვას…? კიდევ ერთი დასტური, რომ მთავარი ის კი არ არის, რამდენ ათწლეულს ითვლის შენი დიპლომატიური კარიერა, მთავარია რა გიკეთებია ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით კი, ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტებში! – ამის შესახებ ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დათო მაღრაძეს დავესესხები მორიგჯერ – არიან ადამიანები CV-ით და არიან ადამიანები ბიოგრაფიით! სწორედ ეს სხვაობა გახადა თვალსაჩინო აღნიშნულმა წერილებმა, სოზარსა და თედო ჯაფარიძეს შორის! 1989 წელს ბატონი თედო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აშშ-კანადის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი გახლდათ, ხოლო მამუკა ხაზარაძე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირის ხელმძღვანელი, დღეს კი სხვა „დიდი ქვეყნის“ ინტერესებს ემსახურებიან შესაშური მონდომებით.

ალბათ, ამ უხილავმა კავშირმა განაპირობა, რომ მრავალწლიანი დიპ-კარიერის დასასრულს, თედო ჯაფარიძის ნავმა ანაკლიის ღრმა წყლებში შეცურა. მართალია ანაკლიის პორტს ვერა არგო ბატონი თედოს დიპლომატიურმა გამოცდილებამ, მაგრამ ამ ტექსტით ნამდვილად აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“- ს ლაურეატობის პერსპექტივა!“ – წერს შაქარიშვილი.

 

Continue Reading

Previous: გურიაში GITA – ს საგრანტო პროგრამების მეორე ეტაპის გამარჯვებულები ცნობილია
Next: “გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრემიერმა ევროპარლამენტარებთან ხვალ ჩანიშნული შეხვედრა გააუქმა არის ძალიან დიდი ტყუილი!” – ნინო გიორგობიანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025