Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბენ ჰოჯესის ინტერვიუ ყურადღებით წაიკითხონ, ვინც ომში ჩათრევის საფრთხეს აბსტრაქტულს და ეფესბეს ნარატივს უწოდებს! პირდაპირ გვიბიძგებენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან სისხლიან დაპირისპირებაში შევიდეთ

მარშალ პრესი 20/07/2022
ვატო შაქარიშვილი

,,ბენ ჰოჯესის ინტერვიუ ყურადღებით წაიკითხონ, ვინც ომში ჩათრევის საფრთხეს აბსტრაქტულს და ეფესბეს ნარატივს უწოდებს! ყოველგვარი მინიშნებების და ქვეტექსტების გარეშე, პირდაპირ მოგვიწოდებენ პროვოკაციისკენ! გვიბიძგებენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან სისხლიან დაპირისპირებაში შევიდეთ! თანაც ეს ყველაფერი, იმიტომ კი არა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღელვებთ, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ მოკლევადიანი PR კამპანია აწარმოონ რუსეთის სახის წარმოსაჩენად,’’ – ასე ეხმიანება ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდლის (ევროპაში), თადარიგის გენერალ-ლეიტენანტის ბენ ჰოჯესის „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუს.

როგორც შაქარიშვილი წერს, დაჟინებით მოგვიწოდებენ ეროვნული თავგანწირვისკენ! უნდათ, რომ ჩვენი ნატანჯი, ნაომარი ქვეყანა, რომელსაც იარები ჯერ კიდევ არ მოუშუშებია, მათი ინტერესების სამსხვერპლოზე ჩვენი ხელით მივიტანოთ!

,,ბენ ჰოჯესის ინტერვიუ ყურადღებით წაიკითხონ, ვინც ომში ჩათრევის საფრთხეს აბსტრაქტულს და ეფესბეს ნარატივს უწოდებს! ყოველგვარი მინიშნებების და ქვეტექსტების გარეშე, პირდაპირ მოგვიწოდებენ პროვოკაციისკენ! გვიბიძგებენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან სისხლიან დაპირისპირებაში შევიდეთ! თანაც ეს ყველაფერი, იმიტომ კი არა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღელვებთ, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ მოკლევადიანი PR კამპანია აწარმოონ რუსეთის სახის წარმოსაჩენად. ციტატა: “ეს(მეორე ფრონტი) ნამდვილად შეიძლება იყოს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთის სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე მეტად კორუმპირებულია, ვიდრე წარმოგვედგინა”.
აი, მხოლოდ ამ ინტერესისთვის მოგვიწოდებენ დაჟინებით ეროვნული თავგანწირვისკენ! უნდათ, რომ ჩვენი ნატანჯი, ნაომარი ქვეყანა, რომელსაც იარები ჯერ კიდევ არ მოუშუშებია, რომელიც რთულად, მაგრამ მაინც ვითარდება, მათი ინტერესების სამსხვერპლოზე ჩვენი ხელით მივიტანოთ!’’ – წერს შაქარიშვილი.

Post navigation

Previous: სოსო გოგაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის რომ კავშირები არსებობდა, ეს არის დღესავით ნათელი
Next: გურიაში GITA – ს საგრანტო პროგრამების მეორე ეტაპის გამარჯვებულები ცნობილია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.