Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ბიძინა ივანიშვილს არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას

მარშალ პრესი 20/07/2022
ირაკლი კობახიძე

ფაქტებით დადასტურებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება – ერთია თანხა, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმები, ეს არის პოლიტიკაზე გავლენა, მედიაზე გავლენა, ამ შემთხვევაში სწორედ ეს კრიტერიუმები არ არის სახეზე – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხვალ შეხვდება თბილისში მყოფ ევროპარლამენტარებს და საუბარი შეეხება ყველა თემას, მათ შორის დეოლიგარქიზაციასაც.

„ხვალ მაქვს შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, რომლებიც ჩამოსული არიან თბილისში, ყველა თემაზე გვექნება საუბარი, ჩვენს ხედვებთან, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან, მათ შორის დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა ამაზე. ჩვენ მათ გავაცნობთ რეალურ სიტუაციას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, ვის შეუძლია მიესადაგოს მაგალითად ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა. მე რამდენჯერმე უკვე ვთქვი და ფაქტებით დადასტურებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მიესადაგება ეს ცნება – ერთია თანხა, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმები, ეს არის პოლიტიკაზე გავლენა, მედიაზე გავლენა და ამ შემთხვევაში სწორედ ეს კრიტერიუმები არ არის სახეზე. აქედან გამომდინარე, არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: დიახ, დემოკრატია ნამდვილად გულისხმობს გამჭირვალობას და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დგება მომენტი, როცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და საჯაროდ ითქვას ის, რაც დიდი პოლიტიკის კულისებში ხდება
Next: სოსო გოგაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის რომ კავშირები არსებობდა, ეს არის დღესავით ნათელი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025