Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

საინტერესოა ის ცინიზმი, რომლითაც სააკაშვილის დროინდელი მოსამართლე, სხვის ცინიზმზე საუბრობს – გია გაბრიჭიძე

მარშალ პრესი 20/07/2022
გია გაბრიჭიძე

ეს მიმართვა ნამდვილად არ არის გასაკვირი არც იმიტომ, რომ მაია კოპალეიშვილი გვარამიას შვილის ნათლიაა, არც იმიტომ რომ ის წლების განმავლობაში გვარამიას მოადგილე იყო. არც ასე ვთქვათ თემის “გადაფუთვის” მცდელობა, რომლითაც სურთ გვარამიას დაპატიმრება საქართველოსა და დასავლეთს შორის ჩატეხილ ხიდად წარმოაჩინონ – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

როგორც გაბრიჭიძე წერს, საინტერესოა როგორი იქნება ეკა ბესელიას პოზიცია ამ განცხადებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ეკა 2016 წელს (როცა ოცნების ლიდერშიპში იყო), რუსთავი 2-ის საქმეზე კოპალეიშვილის აცილებას მოითხოვდა გვარამიასთან ნათესაური კავშირის მიზეზით. “სირცხვილია ბატონებო, როგორ უნდა დაისვენოთ ამ სინდისით?!” – ასე მიმართავს ქ-ონი მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეებს. ეს მიმართვა ნამდვილად არ არის გასაკვირი არც იმიტომ, რომ მაია კოპალეიშვილი გვარამიას შვილის ნათლიაა, არც იმიტომ რომ ის წლების განმავლობაში გვარამიას მოადგილე იყო. არც ასე ვთქვათ თემის “გადაფუთვის” მცდელობა, რომლითაც სურთ გვარამიას დაპატიმრება საქართველოსა და დასავლეთს შორის ჩატეხილ ხიდად წარმოაჩინონ. საინტერესოა ის ცინიზმი, რომლითაც სააკაშვილის დროინდელი მოსამართლე თავისი 99.99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენებით, გვარამიას ყოფილი მოადგილე, რომელსაც ქართული განათლების სისტემის ნგრევაში ლომის წილი მიუძღვის, სხვის ცინიზმზე საუბრობს. ცოტათი საინტერესოა როგორი იქნება ეკა ბესელიას პოზიცია ამ განცხადებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ეკა 2016 წელს (როცა ოცნების ლიდერშიპში იყო), რუსთავი 2-ის საქმეზე კოპალეიშვილის აცილებას მოითხოვდა გვარამიასთან ნათესაური კავშირის მიზეზით.“ – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.

Post navigation

Previous: ელჩის დუმილი ბადებს სამწუხარო შთაბეჭდილებას – დავით ქართველიშვილი კელი დეგნანზე
Next: სირცხვილი ისაა ნიკა გვარამია უდანაშაულოდ და პოლიტპატიმრად გამოგყავს. მაშინ არ იყო სირცხვილი რუსთავი-2 საკუთარ ჯიბეზე რომ მოირგო?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.