აშკელონში ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

133
წაკითხვა/ნახვა

აშკელონში ღაზის სექტორიდან პალესტინური რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. 60 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ერთ-ერთი რაკეტა აშკელონში შვიდსართულიან შენობას მოხვდა.

სარაკეტო დარტყმები ასევე განხორციელდა ქალაქებზე აშდოდსა და ბეერ-შევაზე.

თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ინტენსიურ საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ. ისრაელის არმიაში ასევე აცხადებენ, რომ ანკლავის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის სარაკეტო და ავიადარტყმებს ღაზის სექტორში 109 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 29 ბავშვი, ხოლო ისრაელში შვიდი ადამიანი. ისრაელის ხელისუფლების ცნობით, გარდაცვლილებს შორის ერთი სამხედროა, ორი ბავშვი და ინდოეთის ერთი მოქალაქე.

კომენტარები
მოწონება