Skip to content
13/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

„ჩემი ადვოკატი“ მუშაობის 6 თვეს აჯამებს

მარშალ პრესი 19/07/2022
ჩემი ადვოკატი

ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“ თბილისის მერიის პროექტია, რომელიც თბილისის მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ სამართლებრივი საკითხების გადაჭრაში ეხმარება. ორგანიზაცია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით მუშაობს და როგორც სასამართლო დოკუმენტაციის შედგენაში უწევს მოქალაქეს დახმარებას ისე სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში ახორციელებს წარმომადგენლობას.

 

იურიდიული კლინიკის „ჩემი ადვოკატი“ ოფისებს 2022 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით 7 ათასზე მეტი მომართვა განხორციელდა.

 

საანგარიშო პერიოდში რაიონული გამგეობების ოფისების მიხედვით, ყველაზე მეტი მომართვიანობა დაფიქსირდა ნაძალადევისრაიონში, შემდგომ გლდანში და ისანში.  გაწეული კoნსულტაციების თემატიკების მიხედვით, ყველაზე მეტი მომმართვა სოციალურ საკითხებზე, უძრავი ქონების, სასარჩელო და სახელშეკრულებო დავებზე მოდის..

 

რაც შეეხება ორგანიზაციის დისტანციურ კონსულტაციას 2022 წლის 6 თვეში სატელეფონო ცხელ ხაზზე მომართვიანობამ  4,981 შეადგინა.

 

„ჩემი ადვოკატი“-ს საგანმანათლებლო მიმართულებით არსებულ სტატისტიკას, 6 თვის განმავლობაში, ორგანიზაციაში პრაქტიკული საგანანათლებლო კურსი 94სტუდენტმა პრაქტიკანტისა და მოხალისის სტატუსით გაიარა. სტუდენტები პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის დროს, თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში გარდასახავენ, ერთვებიან მოქალაქეების რეალური პრობლემების გადაწყვეტაში, აღნიშნული საქმიანობით საადვოკატო გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს იძენენ.

Continue Reading

Previous: არსებობს ეჭვი და საფუძვლები, რომ ეს ადამიანი მის თანამდებობას იყენებდა ბოროტად – ანრი ოხანაშვილი სოსო გოგაშვილზე
Next: იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხომ არ მოსთხოვეს მას რამე და ხომ არ ხდება რაღაც შანტაჟი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025