Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სერიოზული განცხადებაა და სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ – იმედი მაქვს, ამ საკითხში საგარეო უწყება ჩაერთვება და დიპლომატიური ხაზებით მოხდება ამ საკითხის გარკვევა

მარშალ პრესი 19/07/2022
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით მეტი სიცხადეა საჭირო.

პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ეს საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდება.

„თავისთავად, ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა და რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხში ჩაერთვება და დიპლომატიური ხაზებით მოხდება ამ საკითხის გარკვევა. ის, რაც ჩვენ მოსამართლისგან მოვისმინეთ, თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში სიცხადე შევიდეს. ჯერჯერობით, ვხედავთ, რომ სიცხადე შეტანილი არ არის. ამიტომ, ვნახოთ, ალბათ, განმარტებები იქნება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, ისმის თუ არა როგორც სახელისუფლებო შტოდან, ასევე სასამართლოდან ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლის განცხადებაში „არაფერი ანტიდასავლური არ არის“.

„რას ეძახით ანტიდასავლურ განცხადებებს არ ვიცი. თუ მოსამართლის განცხადებებს გულისხმობთ, არ ვიცი, ამ განცხადებაში ანტიდასავლური რა არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.

 

Continue Reading

Previous: უზბეკეთის რესპუბლიკის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთში გაემგზავრა
Next: არსებობს ეჭვი და საფუძვლები, რომ ეს ადამიანი მის თანამდებობას იყენებდა ბოროტად – ანრი ოხანაშვილი სოსო გოგაშვილზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025