Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი: არცერთი ქვეყნის მთავრობა მოქალაქეებს არ მოუწოდებს უკრაინაში წასვლისკენ და საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ, ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, სოლიდარობა, მათ შორის, ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნით გამოხატონ – ვუერთდები ამ მოწოდებას

მარშალ პრესი 03/04/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს მსოფლიოში არცერთი ხელისუფალი, არცერთი ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს არ მოუწოდებს უკრაინაში წასვლისკენ და იქ საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ, მინდა მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო, პირიქით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველამ მოისმინა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ევროპის ქვეყნების ლიდერების გამოსვლები, სადაც ისინი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, სოლიდარობა განსხვავებული ფორმით გამოხატონ, მათ შორის – ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნით.

„მე ვუერთდები მსოფლიო ლიდერების ამ მოწოდებას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ გამოვხატოთ სხვა ფორმით, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა თუ სხვა, მათ შორის აქ ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების დახმარება. ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი: სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ყოველგვარი სპეკულაცია ერთ-ერთი პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობასა თუ უპატივცემულობაზე არ დადასტურდა, პირიქით დადასტურდა რომ ყველაფერი არის კანონის შესაბამისად
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: არჩევნები ძალიან მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ჩვენმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს დამაჯერებლად ბათუმსა და რუსთავში; ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.