Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტაშკენტის ტექნოპარკი დაათვალიერა

მარშალ პრესი 18/07/2022
პრემიერ-მინისტრმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ტაშკენტის ტექნოპარკში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა, დელეგაციასთან ერთად ტექნოპარკი დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო.

ირაკლი ღარიბაშვილს ტექნოპარკის ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ ინფორმაცია უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ჟამშიდ ხოჯაევმა, ტექნოპარკის დირექტორმა სარვარ ახადოვმა და ტაშკენტის მერმა ჯახონგირ არტიკხოჯაევმა მიაწოდეს.

ტაშკენტის ტექნოპარკი 2019 წელს დაარსდა და ტექნიკურ, ელექტრონულ, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო პროდუქციას აწარმოებს. აღნიშნული პროდუქცია ორიენტირებულია, როგორც შიდა, ისე უცხოურ ბაზარზე. ტექნოპარკის ტერიტორიაზე 13 საწარმოო ობიექტი ფუნქციონირებს და 5 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო
Next: მამუკა მდინარაძე „მთავარ არხს“: თქვენ რომ ევროსაბჭო უწოდეთ, სინამდვილეში ეს არის ერთი ევროპარლამენტარი, ქალბატონი რასა, რომელიც აღლუმზე დასასწრებად ოფიციალური მოტივით რომ ჩამოდიოდა, შემდეგ „ნაცების“ შეკრებაზე გარბოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.