Skip to content
03/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არავის, მათ შორის არც დეპუტატს, არც დიპლომატს არ უნდა ჰქონდეს უფლება, დაიბაროს მოსამართლე და კონკრეტულ საქმეზე ანგარიში მოსთხოვოს

მარშალ პრესი 18/07/2022
ირაკლი კობახიძე

საკმაოდ სკანდალური ინფორმაციაა, რაც გაავრცელა მოსამართლემ. პრაქტიკულად ბრალდება არის წაყენებული კონკრეტული დიპლომატის, კონკრეტული საელჩოს თანამშრომლის მიმართ. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მკაფიო პასუხის გაცემა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება, მათ შორის არც დეპუტატს, პოლიტიკოსს და არც დიპლომატს, რომ დაიბაროს რომელიმე მოსამართლე და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოსთხოვოს.

„როდესაც მოსამართლე, რომელსაც საქართველოს სახელით გამოაქვს გადაწყვეტილებები, განაჩენები ასეთი ხარისხით ბრალდებას უყენებს დიპლომატს, ამას სჭირდება მკაფიო პასუხი. უნდა გავერკვეთ, რაში იყო საქმე. არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება, მათ შორის არც დეპუტატს, პოლიტიკოსს და არც დიპლომატს, რომ დაიბაროს რომელიმე მოსამართლე და მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. მით უმეტეს საქმე ეხება იმას, რომ ამ საქმის გამო ვიზიტიც გაუქმდა. ეს საერთოდ კატასტროფაა. ეს არის როგორც ვენის კონვენციის დარღვევა, ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და ამას სჭირდება ჩაძიება. მარტივად გატარება არ შეიძლება, როდესაც მოსამართლე ასეთ ბრალდებას აყენებს. პროკურატურას მიმართა და ელოდება გამოძიებას. როგორც კი მიმართა, მაშინვე დაიწყო პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: “ქართული ოცნების” ლიდერები მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ
Next: ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025