რუსეთ-უკრაინას შორის ომმა მსოფლიო ეკონომიკაზე უზარმაზარი გავლენა
მოახდინა. ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა საგარეო ვაჭრობამ, ტურიზმმა და
საინვესტიციო საქმიანობამ დიდი ცვლილებები განიცადეს.
მსოფლიო ეკონომიკა ბოლო წლებში კოვიდ პანდემიის შედეგად ისედაც
დაზარალდა, თუმცა თებერვლის შემდეგ საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების
ვიზიტების რაოდენობამ 820 ათასს გადააჭარბა, (რაც პანდემიამდე – 2019 წლის
მონაცემების 52.2%-ს შეადგენს) შემოსული ტურისტების დიდი ნაწილი რუსეთისა და
უკრაინის მოქალაქეები არიან. ეს კი, თავის მხრივ, დადებით გავლენას ახდენს
ეკონომიკაზე. საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში, წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.6
პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.2
პროცენტით განისაზღვრა.
ტურიზმის წინ წამოწევა ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ამ დარგში მომუშავე
თითოეულ მოქალაქეს, ამიტომ პანდემიისგან გამოწვეული პასიურობის შემდეგ,
თანდათან ისევ აქტიურად ამუშავდნენ სატუმროები, კვების ობიექტები, საწარმოები და
სხვა.
ტურიზმის ასეთი მოულოდნელი და მკვედრი ზრდის ფონზე საჭიროა, ეს
სექტორი მომზადებული შეხვდეს ტურისტულ სეზონს, ქვეყნის მასშტაბით
დასასვენებელ კურორტებზე სასტუმროები და კვების ობიექტები სტუმრების
სრულყოფილად დასახვედრად ემზადებიან. საჭირო ტექნიკისა და ნივთების შეძენა და
ტრანსპორტირება გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება, თუმცა ონლაინ
პლატფორმების მოქნილი პირობები და მომსახურება ამ სირთულეებს გვერდს უვლის.
საქართველოში არაერთი ასეთი ონლაინ მაღაზიაა, მაგალითად ელექტრონული
კომერციის ყველაზე მსხვილი ონლაინ პლატფორმა – „Isurve.ge“, რომელიც
ითვალისწინებს მომხმარებლის ეკონომიკურ მდგომარეობას – მომხმარებელს
მაქსიმალურად მისაღებ ფასად სთავაზობს საჭირო ნივთებსა და უფასო საკურიერო
მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისურვემ შეძლო რომ არა მხოლოდ
გამკლავებოდა გამოწვევებს, არამედ მისაღები ფასებისა და მომხმარებლებზე
მორგებული პირობების შენარჩუნებით, კიდევ უფრო გაეზარდა ერთგული
მომხმარებლების რიცხვი.
ბიზნესი რა გავლენა იქონია რუსეთ-უკრაინის ომმა ქართულ ეკონომიკაზე
მუხროვანში სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო საპილოტე კურსი დასრულდა