Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სოსო გოგაშვილის სასამართლო სხდომები დაიხურა

მარშალ პრესი 18/07/2022
8768798909

თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

სხდომის მიმდინარეობისას, პროკურატურის წარმომადგენელმა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილს მიმართა შუამდგომლობით, საქმის განხილვა სრულად დახურულ ფორმატში წარიმართოს. ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ვინაიდან, სხვა ბრალდებებთან ერთად, საქმე პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებას, შენახვასა და გავრცელებას ეხება, მიზანშეწონილია, სხდომა საწყის ეტაპზევე დაიხუროს.

შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ გოგაშვილის ადვოკატები, რომელთაც თქვეს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობის ეტაპზე, პროცესის დახურვის შესახებ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლო არ განიხილავს ისეთ საკითხებს, რომლებიც საიდუმლო მონაცემებსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ შინაარსს შეიცავს. ამასთან, ისინი სხდომის ნაწილობრივ დახურვას არ ეწინააღმდეგებოდნენ.

მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ საპროცესო საკითხების განხილვის შემდეგ, სხდომა დაიხურებოდა. ამ წუთებში, განხილვა დახურულ ფორმატში გრძელდება.

გოგაშვილს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის-ფაქტებზე წარუდგინეს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
Next: ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.