ქართველი ხალხის ნებას უნდა ასრულებდეს ქართველი პოლიტიკოსი და არა შარლ მიშელი, დიკაპრიო, ანგელა მერკელი და კელი დეგნანი – შალვა ნათელაშვილი

391
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ქართველი ხალხის ნებას უნდა ასრულებდეს ქართველი პოლიტიკოსი და არა შარლ მიშელი, დიკაპრიო, ანგელა მერკელი და კელი დეგნანი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ისინი მეგობრები და სტრატეგიული მოკავშირეები არიან, მაგრამ თავის სამსახურებრივი მოვალეობა და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ. ჩვენ, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა შევასრულოთ ქართველი ხალხის ნება. უნდა ქართველ ხალხს, რომ არ შევიდეთ პარლამენტში, არ უნდა შევიდეთ, მტკვარში უნდათ რომ გადავხტეთ – გადავხტეთ, უნდათ წავიდეთ პოლიტიკიდან – წავიდეთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება