Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი ქედაში საფუტკრე მეურნეობაში იმყოფებოდა

მარშალ პრესი 03/04/2022
ქედა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქედაში იმყოფებოდა, სადაც გორგაძეების ოჯახში საფუტკრე მეურნეობა დაათვალიერა. პრემიერს მეპატრონემ, თემურ გორგაძემ უმასპინძლა და საოჯახო მეურნეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მეფუტკრეობის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რადგან ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.

გორგაძეების ოჯახმა შეღავათიანი აგრო სესხით ისარგებლა და 170 000 ლარის ოდენობის სახელმწიფოს თანადაფინანსებით საფუტკრე მეურნეობა გააშენა. ამ დროისთვის, თემურ გორგაძეს მეურნეობაში 650 სკა აქვს და 10 ტონა თაფლს აწარმოებს და თაფლის რეალიზაციას საქართველოსა და თურქეთში ახორციელებს.

გორგაძეების ოჯახს, პრემიერ-მინისტრთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი სტუმრობდნენ.

Post navigation

Previous: იაროსლავ კაჩინსკი: პოლონეთი მზადაა, საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს
Next: პრემიერი: დავიწყე სიარული რეგიონებში, რომ პირადად გავეცნო პროგრესს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, როგორ ხორციელდება პროექტები, ვხვდები მოსახლეობას – ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განვითარების ტემპების აჩქარება მთელი ქვეყნის მასშტაბით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.