Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: დარწმუნებული ვართ, რომ დღევანდელი დიალოგი შექმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ ეს პროცესი მომავალში გაგრძელდეს და ყველამ ერთად უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში

მარშალ პრესი 16/07/2022
ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი

დღეს განსაკუთრებული დღე იყო საქართველოში. თბილისმა უმასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ვფიქრობ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თავად ფაქტს, რადგან სწორედ პირველად თბილისში შეხვდნენ ისინი ერთმანეთს , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მან თავის სომეხ და აზერბაჯანელ კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„აქ ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველო წლების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც მნიშვნელოვანი რეგიონული გადაწყვეტილებები მიიღებოდა. სწორედ თბილისმა დღეს მოირგო ეს ბუნებრივი როლი და ჩვენ ვუმასპინძლეთ 2 მეზობელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებმაც გახსნეს დიალოგი. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, დიპლომატიაში ყოველთვის არ ხდება ისე, რომ მოლაპარაკებების ერთი რაუნდით მიიღო კონკრეტული შედეგები. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი დაიწყო და საქართველომ ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენ მეზობელ ქვეყნებს. დარწმუნებული ვართ, რომ დღევანდელი დიალოგი შექმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ ეს პროცესი მომავალში გაგრძელდეს და ყველამ ერთად უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

დღეს თბილისში აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგი გაიმართა. ერთი წლის წინ ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი მოლაპარაკების პროცესში პირადად ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩართული. ქართულ-ამერიკული მედიაციის შედეგად, 2021 წლის 15 ივნისს აზერბაიჯანმა 15 სომეხი ტყვე გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი სომხეთმა მნიშვნელოვანი აზერბაიჯანულ მხარეს დოკუმენტები გადასცა.

Post navigation

Previous: „ბორჯღალოსნებმა“ პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს🏉
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგის გამართვას თბილისში, მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.