პორტალზე 800 ათასამდე შემოსვლის მცდელობა იყო და სისტემამ ამას ვერ გაუძლო – ამირან გამყრელიძე

217
წაკითხვა/ნახვა

ვაქცინაციის რეგისტრაციის დროს ის ხარვეზი, რაც იყო უკვე აღმოფხვრილია, რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, პორტალზე 800 ათასამდე შემოსვლის მცდელობა იყო და სისტემამ ამას ვერ გაუძლო.

„რამდენიმე საკმაოდ გამოცდილი უწყების IT – სპეციალისტები მუშაობდნენ ჩვენებთან ერთად, რომ ეს ხარვეზი აღმოფხვრილიყო და ასევე, რომ აღარ განმეორდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

12 მაისს აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.

კომენტარები
მოწონება