Skip to content
28/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ მოლაპარაკებები – არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან

მარშალ პრესი 28/11/2026
irakli kobakhidze02

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ჩვენ არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, მოლაპარაკებები – არც ევროკავშირთან, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირი ხვალვე თუ გადაწყვეტს მოლაპარაკებების გახსნას, საქართველოს მთავრობა მზად არის მოაწეროს ხელი, თუმცა მათი მხრიდან შეწყდა პოლიტიკური დიალოგი.

„რაც შეეხება მოლაპარაკებებს 30-წლიან პარტნიორებთან, ჩვენ არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, მოლაპარაკებები – არც ევროკავშირთან, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით არაერთხელ გავაკეთეთ საჯარო განცხადება. ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით და მზად ვართ, რომ ყოველგვარი დახურული საკითხების გარეშე ვისაუბროთ ამ გზამკვლევთან, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე ველოდებით პასუხს და ეს პასუხი არ არის. რაც შეეხება ევროკავშირს, აქაც, ხვალ თუ გადაწყვეტენ მოლაპარაკებების გახსნას, ხვალვე მოვაწერთ ხელს, თუმცა მათი მხრიდან შეწყდა პოლიტიკური დიალოგი და ისინი არ გვიხსნიან მოლაპარაკებებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

Post navigation

Previous: პრემიერი – ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი
Next: ირაკლი კობახიძე – თითოეული პოლიციელი მოქმედებდა ღირსეულად, ამან უზრუნველყო ესკალაციის თავიდან არიდება და საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იყო უმაღლეს დონეზე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.