Skip to content
28/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა

მარშალ პრესი 28/11/2026
nino pochxua

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ნინო ფოჩხუა განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის ბრიფინგს ეხმაურება, რომლის განცხადებითაც, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს და ამ თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის პირადი ძალისხმევის დამსახურებაა, რომლის ინიციატივა და შუამდგომლობა გახდა საფუძველი იმისა, რომ ქართველ ახალგაზრდებს ეს შესაძლებლობა ეძლევათ.

ფოჩხუას მიაჩნია, რომ ეს არის ქვეყნისთვის საქმის კეთება და არა თვლა რუსთაველზე სეირნობის დღეების.

“დღეს განათლების მინისტრმა მეტად მნიშვნელოვანი ამბავი ამცნო საზოგადოებას. ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, სადაც ჩვენს სტუდენტებს სრული დაფინანსება ექნებათ. ეს არის ქართველი ახალგაზრდებისთვის უნიკალური შესაძლებლობა, გაიღრმავონ განათლება ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში.

ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა. უკვე მიმდინარე წლიდან მე-12 კლასის კურსდამთავრებულები შეძლებენ განაცხადის შეტანას და მომდევნო წლიდან კი უკვე მე-11 კლასის მოსწავლეებიც.
აი ეს არის ქვეყნისთვის საქმის კეთება და არა თვლა რუსთაველზე სეირნობის დღეების.”- წერს ფოჩხუა.

Post navigation

Previous: ირაკლი ლატარია: ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა – ცოტნე ივანიშვილის პირადი გამოცდილება, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა საფუძველი იმ ისტორიული შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ
Next: ზაალ ანჯაფარიძე: ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი – ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პირველი ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი ჩვენი განათლების სამინისტროს მიერ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.