Skip to content
28/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: დანიურ მხარესთან გვქონდა საუბარი იმ წუხილებზე, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია ევროკავშირთან მიმართებაში. ძალიან ბევრი რამ მათთვის სიახლე იყო, რაც ადასტურებს, რომ დიალოგი და შეხვედრები ყოველთვის საჭიროა. საბოლოო ჯამში, შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი იყო

მარშალ პრესი 28/11/2026
nikoloz-samkharadze_w_h

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

„დღეს დასრულდა ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დანიაში. ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეხვედრები როგორც დანიის პარლამენტში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში. გვქონდა ასევე მოხსენება საქართველოს შესახებ კოპენჰაგენის მერიაში, რომელსაც დაესწრნენ დანიაში აკრედიტებული დიპლომატები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები“,- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, საპარლამენტო დელეგაციამ დანიურ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მისი განცხადებით, ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემური საკითხები არ დგას, თუმცა მთავარ გამოწვევად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი რჩება.

„ამ დღეების განმავლობაში ჩვენ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივაწოდეთ დანიურ მხარეს საქართველოში არსებული პროცესების შესახებ. ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, არ გვაქვს პრობლემური საკითხები, თუმცა მთავარი პრობლემური საკითხი, რომელიც არის, ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი და ევროკავშირის მიერ პოლიტიკური დიალოგის დახურვა. ჩვენ გვქონდა საუბარი იმ წუხილებზე, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია ევროკავშირთან მიმართებაში, მათ შორის არჩევნებში ჩარევაზე, მათ შორის დემონსტრაციებთან დაკავშირებით, მათ შორის ეგრეთ წოდებულ თვითნებურად დაკავებულ პირებთან დაკავშირებით და ამის შესახებ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია დანიურ მხარეს. ძალიან ბევრი რამ მათთვის სიახლე იყო, რაც ადასტურებს, რომ დიალოგი და შეხვედრები ყოველთვის საჭიროა. ჩვენ ასევე ვთხოვეთ მათ, რომ ევროკავშირის დონეზე მოითხოვონ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განხილვა და მათ შორის ყველა იმ პრობლემურ საკითხზე დიალოგის ჩატარება, რომელსაც ისინი მიიჩნევენ პრობლემურად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. საბოლოო ჯამში, როგორც პარლამენტში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეს შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი იყო და ჩვენ ასევე მოვიწვიეთ დანიელი პარლამენტარები ვიზიტით საქართველოში“,- განაცხადა სამხარაძე

Post navigation

Previous: შაკო კუჭაშვილი: ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას დღეს ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს. ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით, სრული დაფინანსებით მოიპოვოს
Next: ირაკლი შატაკიშვილი: ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერია იმისათვის, რომ მათ ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღონ და მომავალში ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.