Skip to content
28/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა

მარშალ პრესი 28/11/2026
166

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო კოპენჰაგენის მერიაში გამართულ დისკუსიაში – „საგარეო პოლიტიკა, დემოკრატიული მმართველობა და საჯარო ანგარიშვალდებულება: საქართველოს საგარეო პოლიტიკური ხედვა ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში“.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ დანიაში აკრედიტებული დიპლომატები, საგარეო პოლიტიკის ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ნიკოლოზ სამხარაძემ მოხსენებაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და საქართველოს როლზე ცვალებად საერთაშორისო გარემოში.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა რეგიონული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონზე. მან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და ოკუპაციის შედეგებზე გაამახვილა.

ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესზე, რეფორმებსა და ფისკალურ მდგრადობაზე.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დანიის სამეფოში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ქეთევან ხუროძე და ირაკლი შატაკიშვილი.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
Next: დავით ქართველიშვილი: ცოტნე ივანიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში წარმატებული ქართველი კანდიდატების სწავლის წლიური ღირებულება (35-42 ათასი დოლარი) სრულად დაფინანსდება, ხარჯების ნაწილს უნივერსიტეტი, ნაწილს კი საქართველოს მთავრობა აიღებს საკუთარ თავზე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.