Skip to content
28/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა

მარშალ პრესი 28/11/2026
prokuratura

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეებში მცხოვრებმა ბრალდებულმა განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა ამავე სოფელში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოწყობილ 11 248 კვ.მ. ფართის სპორტულ სტადიონს და შემდგომში მოეხდინა უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაცია. ამ მიზნით, ბრალდებულმა სპორტული სტადიონის ტერიტორია ფიქტიურად დაყო სამ ნაწილად და გაყალბებული დოკუმენტაციის საფუძველზე, როგორც თითქოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკუთრებაში დაარეგისტრირა თავის და მასთან დაკავშირებული ფიქტიური პირების სახელზე. საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, მიწის ნაკვეთების უკანონო წარმომავლობის დაფარვის მიზნით, მან სამივე მიწის ნაკვეთს შეუცვალა ფუნქცია და არასასოფლო-სამეურნეო მიწად დაარეგსტრირა საჯარო რეესტრში. ხსენებულის შემდეგ, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სამივე მიწის ნაკვეთი გადააფორმა მასთან დაკავშირებული პირის სახელზე, რომელმაც შემდეგში მისი დავალებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოახდინა მიწის ნაკვეთების გაერთიანება, რითაც მოხდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და ამ გზით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის – 1 871 908 ლარად ღირებული სპორტული სტადიონის დაუფლება.

ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთი პირია დაკავებული. მას ბრალდება სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე,სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

Post navigation

Previous: ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
Next: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.