Skip to content
28/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

მარშალ პრესი 28/11/2026
shss

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს საბრძოლო მასალის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 22 საბრძოლო ვაზნა და მჭიდი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე 19-236-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
Next: ამ კითხვას გულწრფელ და პატრიოტ „მედასავლეთეებსა და ლიბერალებს“ ვუსვამ – ნანა კაკაბაძე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.